“პრეზიდენტის მთავარსარდლობა დღევანდელი კანონმდებლობითაც მხოლოდ პირველი სიტყვაა, საომარი მოქმედებების გამოცხადება და არა – თეთრ ცხენზე ამხედრებული მთავარსარდალი”, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
“პრეზიდენტს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ცოდნა და განათლება თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. შარშან უშიშროების საბჭოს სხდომა 2-ჯერ ჩატარდა. არ მითხრათ, რომ მარგველაშვილმა მიიღო იმდენი ცოდნა და გამოცდილება, რომ გადამწყვეტი იქნება ომის შემთხვევაში. პრეზიდენტს წვდომა აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე. არგუმენტი, რომ თუ არ ითათბირა, არ ექნება ინფორმაცია და ცოდნა, ვერ იქნება განმსაზღვრელი. მარგველაშვილს ჰქონდა ისტორიული შანსი, არ ჩაბღაუჭებოდა საპრეზიდენტო სკამს. მან ეს შანსი ვერ გამოიყენა ან მომავალი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
გიორგი მარგველაშვილის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების წინააღმდეგია.