ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულის კონგოს რესპულიკაში დატყვევების გამო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნისთვის და უწყებისთვის ძვირფასია თითოეული ვეტერანი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, უწყების კომპეტენციის ფარგლებში მზადაა იოსებ ოსორაულის ტყვეობიდან დასახსნელად ითანამშრომლოს ყველა სამთავრობო სტრუქტურასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე გაუწიოს საჭირო დახმარება დატყვევებული მფრინავის ოჯახს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ვეტერანი იოსებ ოსორაული უვნებლად დაუბრუნდება სამშობლოს და ოჯახს.
(R)