მელანია ტრამპი თავის ვაჟთან, ბაირონთან ერთად თეთრ სახლში გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დედა-შვილი ნიუ იორკში იმ მიზეზით რჩებოდა აქამდე, რომ 11 წლის ბაირონს სკოლაში სასწავლო წელი დაესრულებინა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მელანია ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი მეუღლეა, რომელიც თეთრ სახლში დაუყონებლივ არ გადავიდა.
როგორც ცნობილია, მისი წინამორბედი, მიშელ ობამა ვაშინგტონში საცხოვრებლად ადრე გადავიდა, რომ შვილები სკოლაში მოეწყო.