შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა თათბირზე, დეპარტამენტების დირექტორებთან ერთად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა განიხილა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობა გააანალიზა.
შეხვედრის დასასრულს შს მინისტრმა ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონკრეტული დავალებები მისცა.