ავსტრალიის ქალაქ პალმერსტონს მთვრალი თუთიყუშები შემოესივნენ.
ლორის სახეობის ფერადბუმბულიანი თუთიყუშები ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ მოძრაობას, ეძინებათ, ხან კი გონებასაც კარგავენ და ხეებიდან ცვივიან.
გამოძინების შემდეგ, ნაბახუსევნი გაბრუებულნი არიან.
მთელი ქალაქის ვეტერინარები მათ ტკბილი ფაფებით მკურნალობენ.
უცნობი მცენარის წვენით მთვრალი ამ სახეობის თუთიყუშების გამოჩენა პალმერსტონში პირველი არ არის, მაგრამ ასეთი მასობრივი “ლოთობა” ადრე არ ყოფილა.