ონის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ადიდებულმა მდინარე რიონმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გზები და ხიდები დააზიანა.
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით სოფელ ღებში მდინარე ჩვეშურმა დააზიანა საგლოლო–ღების სახელმწიფო გზის გარკვეული მონაკვეთი და სოფელ გონაში წაიღო 2 საავტომობილო ხიდი.
ამ დროისთვის აღნიშნულ სოფლებში გადაადგილება მაღალი გამავლობის მანქანით არის შესაძლებელი.
სტიქიამ პრობლემები შექმნა სოფელ უწერაშიც _ დაზიანებული ნაპირსამაგრის გამო დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები.
მუნიციპალიტეტის გამგეობის გავრცელებული ინფორმაციით, საგლოლო-ღების, ასევე ქუთაისი – ალპანა – შოვი – მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე მეწყრული კერებია წარმოქნილი.