აშშ-ის 33-ე პრეზიდენტის, ჰარი ტრუმენის მმართველობის ვადა 1953 წელს დასრულდა. ამის შემდეგ ტრუმენმა თავის მშობლიურ ქალაქ ინდეპენდენსს მიაშურა. რაც უნდა საკვირველი იყოს, იმ დროისათვის მას შემოსავალი თითქმის არ ჰქონდა. პრეზიდენტობამდე მას ბიზნესი არ ჰქონია და არც ქვეყნის მართვის პერიოდში უფიქრია რაიმე შემოსავლიანი საქმის წამოწყებაზე.
პენსიაზე გასვლის შემდეგ ტრუმენის შემოსავალი მხოლოდ სამხედრო პენსია გახლდათ, რომელიც თვეში… 112 დოლარი (?!) იყო. მეტი რა გზა ჰქონდა და ჰარის შესანიშნავი იდეა მოუვიდა – გაეყიდა საკუთარი მემუარები, ორტომეულმა 670 ათასი დოლარი მოუტანა, თუმცა, გადასახადების გასტუმრების შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი დარჩა.
ტრუმენის ფინანსური მდგომარეობა იმდენად საგანგაშო იყო, რომ 1958 წელს კონგრესმა სპეციალური აქტი მიიღო, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ყოფილი მეთაურების პენსია წლიურად 25 000 დოლარით განისაზღვრა. 1957 წელს ტრუმენმა ინდეპენდენსში საკუთარი ბიბლიოთეკა დააარსა. სწორედ ამ ბიბლიოთეკის ეზოში დაკრძალეს 15 წლის შემდეგ…