https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კრიმინალური ამბები ანუ თბილისელი „დაბოლილი“ ბებო

9:07; 29.07.2017
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს ტრადიციულად მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ და სიტყვას კვლავ ქართველ სამართალდამცველებს გადავცემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში „დაფიქსირებულ“ რამდენიმე „სახალისო-კრიმინალურ“ ისტორიას გაიხსენებენ.

„ისტორიების“ მოყოლას ბატონი ჯემალ ნინიძე დაიწყებს, რომელიც წინა საუკუნის სამოციან წლებში დაგვაბრუნებს.

„იმ რაიონში, რომლის მილიციაშიც მე ვმუშაობდი, მრავალი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა. ეს ისტორია, რომელიც ძალიან ცნობილ და პატივცემულ ქართველ ხელოვან (პროფესიას შეგნებულად არ ვაკონკრეტებ) ქალბატონს შეემთხვა, გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს მოხდა. ცნობილ ქალბატონს პირობითად ანიკო ვუწოდოთ.

ზაფხულის ერთ ცხელ დილას, მილიციაში ძალიან ცნობილმა ქართველმა მსახიობმა დარეკა და აღშფოთებულმა თავისი ყველასთვის ნაცნობი ხმით გვამცნო:

– ჩქარა, ჩქარა მოდით და გვიშველეთ, ანიკო გაგიჟდა!..

ხშირად გვირეკავდნენ ხოლმე უსაქმურები და გვატყუებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ტყუილი გამორიცხული იყო, რადგან იმ მსახიობის სპეციფიკური ხმის ტემბრს, ვერავინ მიბაძავდა. ამიტომ, ცნობილ მისამართზე გავედით. მივედით და რას ვხედავთ – ღამის პერანგისამარა ქალბატონი ანიკო მეხუთე სართულის აივნის სქელ, ქვის მოაჯირზე ზის. შიშველი ფეხები გარეთ აქვს გაყოფილი. გვერდით, წყლით სავსე გრაფინი უდევს. ოთხი თითი პირში ჩაუდევს და გამაყრუებლად უსტვენს… დროგამოშვებით კი გრაფინს მოიყუდებს, წყალს სვამს და სტვენას აგრძელებს. ეზოში მთელი იმდროინდელი ქართული ბომონდია შეკრებილი და ერთხმად ევედრებიან, მოაჯირს მოშორდეს. ის კი თავისას არ იშლის და აგრძელებს სტვენას. ანიკოს ბინას რკინის კარი ჰქონდა და მას ვერ შევამტვრევდით. სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანები რომ მოვიდნენ, ანიკომ ხმა ამოიღო და გადმოხტომით დაიმუქრა, თუ მის კიბით ჩამოხსნას შეეცდებოდნენ. თავად კი სტვენა განაგრძო… ისევ ჩვენ ვიყოჩაღეთ. ერთ-ერთი ჩვენი ოპერი მეექვსე სართულიდან ჩაძვრა ანიკოს ბინაში. ფეხაკრეფით მიუახლოვდა მას და მოაჯირიდან „მოხსნა“… ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ. აბობოქრებული ანიკო ექიმებმა ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანეს, მეორე დილით კი, საღსალამათი გამოწერეს და ქალბატონი ანიკო სამსახურში დაბრუნდა.

ქალბატონი ანიკოს სიშმაგის საიდუმლო ის გახლდათ, რომ პაპიროსის მწეველმა ქალმატონმა, რომელიც იმ დილით მარტო იყო სახლში, ახალგამოღვიძებულზე, ტრადიციულად, ყავა მოიდუღა და პაპიროსი მოისაკლისა. ძებნა დაუწყო. შვილიშვილის მაგიდის უჯრაში იპოვა და გააბოლა… პაპიროსი „ყაზბეგის“ ღერში კი ცნობილი გუდაუთური „პლანი“ იყო „შეკეთებული“, რომელიც ცნობილმა ქალბატონმა ბოლომდე „ჩაკლა“ … შემდეგ რაც დაემართა, უკვე მოგიყევით…“

შემდეგი სტუმარი ბატონი თემურ დოლიძე იქნება, რომელიც „მილიციონერული ცხოვრების“ შიდა სამზარეულოში ჩაგვახედებს.

მთელი ჩვენი მილიციის განყოფილება რესტორანში აღნიშნავდა ჩვენი უფროსის დაბადების დღეს და, იმდენი ღვინო დავლიეთ, ერთმანეთს ვერ ვარჩევდით. ჩემი მეგობარი მერაბ კოკაია „შნუროკივით“ იყო და უფროსმა მისი სახლში წაყვანა მიბრძანა. ტაქსი გავაჩერე, მერაბი მანქანაში ჩავდე და რამდენიმე წუთში საცხოვრებელ კორპუსთან მივედით. ჩემი მეგობარი „გადმოვიღე“ და ზურგზე ავიკიდე, მაგრამ, ჰაერმა რომ დამარტყა, უფრო დამიბნელდა თვალებში, თუმცა სადარბაზოში შესვლა მაინც მოვახერხე, ჩემი „ბარგი” მეოთხე სართულზე ავიტანე; ბინის ღია კარში შევედი, საძინებელში შევიყვანე, ვიღაც მძინარე ქალს მივუწვინე გვერდით და უკან გამოვბრუნდი…

მეორე დღეს „პახმელიაზე” გამოსასვლელად დავურეკე მერაბს და ხაშზე დავპატიჟე.

– რა ხაში, ფეხი მაქვს ნაღრძობი. ვერ დავდივარ. რას მერჩოდი, ბიჭო?! – შემომჩივლა მერაბმა და დაამატა: – ოთხი სართული სულ კისრისტეხით ჩავიარე. თან, ისე მაქვს ცხვირ-პირი დალილავებული, ფეხიც რომ არ მტკიოდეს, ქუჩაში მაინც ვერ გამოვჩნდები…

ერთი სიტყვით, შემშლია და მერაბი გვერდით სადარბაზოში ამიყვანია, სადაც მძინარე ქალს იმიტომ ჰქონდა კარი ღიად დატოვებული, რომ ღამის ცვლიდან დაბრუნებულ მეუღლეს ბრახუნი არ აეტეხა და არ გაეღვიძებინა. მერაბს კი, მე რომ წავსულვარ, უცხო ქალი ცოლი ჰგონებია, წაპოტინებია და, სწორედ მაშინ დაუჟეჟავს შეურაცხყოფილ დიასახლისს ჩემი მეგობარი ცომის გასაბრტყელებლით და კიბეებზე ჩამოუგორებია…

მართალია, ყველაფერი რომ გაირკვა, ინციდენტიც ამოიწურა, მაგრამ მერაბი სამი კვირის განმავლობაში იშუშებდა ჭრილობებს და მას მერე ასე უგონოდ აღარ დამთვრალა…

ბატონი გურამ ლაბაძე ერთი ცნობილი ბოროტმოქმედის დაკავების ამბავს გაიხსენებს.

„გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში სამეგრელოში ვმუშაობდი ოპერმუშაკად. იმ პერიოდში, გვარს არ დავასახელებ და, მთელი სამეგრელო-აფხაზეთი ერთ მოუხელთებელ ყაჩაღს ჰქონდა აკლებული, რომელზეც საკავშირო ძებნა იყო გამოცხადებული.

ერთ დღეს მე და ჩემი ახალბედა მეწყვილე, გურამ შანიძე, გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონში პატრულირებას ვახორციელებდით. გურამი თბილისელი იყო, უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული და ბრწყინვალე მომავალი ესახებოდა. მიუხედავად ამისა, მან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მილიციაში დაიწყო მუშაობა და ჩვენს რაიონში გაამწესეს. აგვისტოს ცხელი დღე იყო და, ერთი სული გვქონდა, ჩრდილს შევფარებოდით.

საჭეს გურამი უჯდა და, ერთ-ერთ შარაზე რომ გავედით, ჩვენ წინ მიმავალ, საშუალო სიმაღლის ოცდაათიოდე წლის ხშირწვერიან მამაკაცს მოვკარით თვალი, რომელსაც ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ჩვენს შემხვედრად მოძრაობდა. მანქანა გავაჩერეთ და ვინაობა ვკითხეთ, თან მისი ზურგჩანთის შიგთავსითაც დავინტერესდით. ზურგჩანთის დათვალიერებას გურამი შეუდგა. იმ კაცმა რომ მითხრა – მონასტერში მივდივარ აღსარების ჩასაბარებლად და ზურგჩანთაში სახარება და ლოცვები მიდევსო, გურამს ვუთხარი, – წამოდი-მეთქი. მაგრამ ჩემი ახალბედა მეწყვილე თაბახის ფურცელს ჩაჰკირკიტებდა, რომელზეც ძველი ქართულით ეწერა რაღაც ტექსტი. კითხვა რომ დაასრულა, გურამმა უცებ ხელბორკილები ამოაცურა, „მორწმუნეს” მაჯებზე ჩამოაცვა და ისე სწრაფად შეტენა მანქანაში, რომ პირდაღებული დავრჩი. მორწმუნეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და უხმოდ და გაუნძრევლად იჯდა მანქანაში.

– რა ხდება, არ მეტყვი? – ვკითხე გურამს. მან კი სიამაყით მომიგო, ეს ის ცნობილი ძებნილი ყაჩაღია, რომელმაც ნახევარი საქართველო აიკლოო.

როგორც გაირკვა, ძებნილს აღსარება ძველი ქართულით ჰქონდა დაწერილი და მამაოსთვის უნდა გადაეცა. წითელდიპლომიანმა გურამმა კი ადვილად წაიკითხა ეს ტექსტი და ძებნილი განყოფილებაში მივიყვანეთ. მას 15 წელი მიუსაჯეს. მაგრამ ხუთ წელიწადში გათავისუფლდა და შემდგომში მაღალი წოდების სასულიერო პირი გახდა. გურამ შანიძემაც კარგი კარიერა გაიკეთა – საკავშირო სამინისტროში ერთ–ერთ მაღალ პოსტზე დანიშნეს…“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27 თებერვალი, 2026
ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024

„ისე მინდოდა ბრაზილიელებთან თამაში, ვიყვირე, მე დავიჭერ პელეს-მეთქი!“

ბათუმში გვანცა ჯიშკარიანის გამოფენა გაიხსნა (R)

ყველა სიახლე

მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო