“გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გურიას რამდენიმე დღეში ახალი გუბერნატორი ეყოლება. გია სალუქვაძეს ამ პოსტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე შეცვლის.
ეს ინფორმაცია ხელისუფლების პირველმა პირებმა “გურია ნიუსს” უკვე დაუდასტურეს.
მერაბ ჭანუყვაძე ამ თემაზე კომენტრს არ აკეთებს.
რაც შეეხება გურიის მოქმედ გუბერნატორს _ გია სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ თანამდებობიდან მიდის:
_ სხვა თანამდებობაზე გადავდივარ, თუმცა სად, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. რაც შეეხება ჩემს შემცვლელს არ ვფლობ ინფორმაციას. თქვენ ვინ გითხრათ, რომ მერაბ ჭანუყვაძე შემცვლის? პრემიერ-მინისტრმა დაგიდატურათ? მე სხვას არ ვცნობ, _ გვითხრა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, თუ მისი შემცვლელი მერაბ ჭანუყვაძე იქნება ამას მხოლოდ მიესალმება:
_ მერაბი კარგი ახალგაზრდაა, ახალი ხედვები აქვს და მე მხოლოდ მივესალმები თუკი ის იქნება გურიის გუბერნატორი, _ გვითხრა სალუქვაძემ.