„ბევრი საქმე მაქვს და როგორ გიპასუხოთ ტელეფონით?“ _ ასე უპასუხა ჩვენს კითხვას _ მერობის რამდენი კანდიდატია ჩოხატაურში, ჩოხატაურის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კუტუბიძემ წერილის გაგზავნა ითხოვა და საუბრის დასრულებამდე ტელეფონი გაგვითიშა:
„იმიტომ გითიშავ ტელეფონს, რომ უნდა მომწეროთ წერილი და მოგწერთ პასუხს,“ _ ხელახლა გახორციელებულ ზარს და ტელეფონის გათიშვის მიზეზების დადგენის მცდელობას ასე უპასუხა ამჯერად კუტუბიძემ.