ეს ფოტოები რამდენიმე წუთის წინ არის გადაღებული იმ საარჩვენო უბანზე, სადაც წუხელ ინციდენტი მოხდა.
#60/06 საარჩევნო უბანი ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, ე. წ. კინოს შენობაშია განთავსებული, რომელიც ცენტრალურ პარკში მდებარეობს.
აქ საშინელი ანტისანიტარია სუფევს, ირგვლივ უწესრიგოდაა მიყრილ-მოყრილი ძველი ნივთები, უბნის ნომერი კი იატაკზე აგდია.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ირმა გოგატაძის თქმით, ტერიტორია თანდათან სუფთავდება დასუფთავების სამსახურის მიერ. მისივე თქმით, ამომრჩეველს არჩევნების დღეს სუფთა და მოწესრიგებული გარემო დახვდება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ აღნიშნულ უბანზე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ამომრჩევლის სერთო სიები დახია, სტენდი გადააყირავა და დააზიანა შესასვლელი კარები. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეს სამართალდამცავები სწავლობენ.