ლანჩხუთი-ჩოხატაურის მჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა თბილისში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოზარდებს საჩუქრები მიუტანა და მათ საცხოვრებელ პირობებს დეტალურად გაეცნო.
„ფონდი წილოსანი“, რომლის მეშვეობითაც ბევრ პროექტს ვახორციელებ, ძირითადად, გურიის რეგიონზეა ორიენტირებული. ვცდილობთ, ბავშვებს, როგორც განათლების, ასევე, სოციალური კუთხით დავეხმაროთ. ამჯერად დიდი სურვილი მქონდა, გავცნობოდი, თბილისში მდებარე ბავშვთა სახლებს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან, პრაქტიკულად, სრულად დაიხურა დიდი ბავშვთა სახლები და მათი ბენეფიციარები მიმღებ ოჯახებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს. დღეს, სწორედ საოჯახო ტიპის სამ სახლს ვეწვიეთ. ბავშვებს საშემოდგომო ტანსაცმელი მივუტანეთ, გავესაუბრე ამ სახლების დირექტორებს. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან ღირსეული სიტუაცია დაგხვდა. ბავშვების განვითარებისთვის კომფორტული და კარგი გარემოა შექმნილი. მოზარდებს, გარდა მშობლების მზრუნველობისა, ფაქტობრივად, არაფერი აკლიათ. დირექტორებთან საუბრის შემდეგ რაღაც კონკრეტული იდეები გაჩნდა და ვფიქრობ, „ფონდი წილოსანი“ ისევ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
(R)