ციყვი “ტვიგი” მეტად გამოცდილი წყალზე მოთხილამურეა.
მან ახლახან ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა საწყალოსნო მოტოსპორტის გამოფენაზე მინესოტის შტატის ქალაქ სეინტ-პოლში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ტვიგი” პლანეტის ყველაზე ცნობილი ციყვია – წყლის თხილამურების საპატიო ვეტერანი უკვე 27 წელია, რაც ამ წარმოდგენით მსოფლიოს აოცებს – მაშინ, როცა ციყვები საშუალოდ 10 წელს ცოცხლობენ!-
სხვათა შორის, ციყვი თავს ძალიან უფრთხილდება – არასოდეს მონაწილეობს წარმოდგენაში მაშველი რგოლის გარეშე. თბილ აუზში “ტვიგი” სათამაშო კატარღას დაჰყავს, რომელსაც მისი სათამაშო ციყვები მართავენ.