მართალია, ჯერ ლანჩხუთის საოლქო კომისიას საბოლოო შედეგები არ დაუთვლია, თუმცა, „ქართული ოცნება“ ლანჩხუთში უკვე გამარჯვებას ზეიმობს და ამის აღსანიშნავად ფეიერვერკებიც გაისროლეს „ოცნების“ შტაბიდან.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ჩვიდმეტივე მაჟორიტარულ უბანზე გამარჯვება „ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.
მომავალ საკრებულოში გარანტირებულად არიან: გიგი გვარჯალაძე, კახა კვიტაიშვილი, აკაკი იმნაიშვილი, ზაზა წულაძე, ემზარ თედორაძე, გოგი მორჩილაძე, ოთარ პატეიშვილი, გოდერძი ქურიძე, ციცო ურუშაძე, გიორგი ჩახვაძე, ელისო ჭიჭინაძე, ბესიკ ტაბიძე, სპარტაკ კვაჭაძე, დავით ჩხარტიშვილი, რევაზ კვაჭაძე, ზურაბ კუკულავა, კახა თედორაძე.