ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის ჩოლობარგის #19 უბანზე სამივე ბიულეტენის მიხედვით, მმართველი გუნდი ლიდერობს. „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაზა ზულაძემ 165 ხმა მიიღო, ამავე პარტიის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე სარიშვილმა – 160, ხოლო თავად პარტიამ 152 ხმის აღება შეძლო.
ამ უბანზე მეორე შედეგი „ევროპულმა საქართველომ“ დადო, რომელმაც 38 ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. მერობის კანდიდატმა, ამირან გიგინეიშვილმა 30 ხმა აიღო, ხოლო დეპუტატობის კანდიდატმა, რუსუდან კობალავამ _ 55.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიული შედეგების მიხედვით 10 ხმა მიიღო, მერობის კანდიდატმა კახა ასკურავამ _ 22.