საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, სამთავრო ცვლილებეთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
,,სამთავრობო ცვლილებების იდეას, ჩვენ მხარს ვუჭერთ, მთავრობის შემცირება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, კოორდინაციის გაუმჯობესება, და ეფექტიანობის გაზრდა, არის პრემიერ-მინისტრის 4 პუნქტიანი გეგმის ნაწილი.
რათქმაუნდა, ამსთან დაკავშირებით გუნდში არსებობს თანხმობა, რაც შეეხება იმ ცვლილებების პაკეტს რომელიც გუშინ შემოვიდა პარლამენტში, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ და მივიღებთ ერთიან შეთანხმებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში“ _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.