რამდენიმე საათის წინ ხანძარი იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხავარეთში ტარიელ სარჯველაძის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ბრიგადა. როგორც მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ხანძრის შედეგად მთლიანად დამწვარია კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ხოლო მეორე სართული ნაწილობრივ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.