. კანონპროექტს მხარი 63 პარლამენტარმა მისცა.
საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნება.
14 დეკემბერს, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრამდე იყო დებატები და დისკუსია.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც, მათი შეფასებით, მიმართულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებულ, რეიტინგულ მაუწყებლად გარდაქმნაზე.