გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა მთაში და მაღალმთაში თოვლი.
ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი; მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.