ვაშინგტონში, სმითსონის ზოოპარკში, 15 აპრილს, გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი მამრობითი სქესის გორილა დაიბადა. ახალშობილს მოკი დაარქვეს, რაც ლინგალას ენაზე პატარას ნიშნავს. მოკის დედა, კალაია 15 წლისაა, ხოლო მამა, ბარაკა 26 წლის. მათზე გასული წლის ზაფხულიდან ზოოპარკი სახეობათა გადარჩენის გეგმის მიხედვით ზრუნავს. ეს 9 წლის მანძილზე პირველი შემთხვევა, როცა სმითსონის ეროვნული ზოოპარკი და კონსერვაციული ბიოლოგიის ინსტიტუტი მამრის დაბადებას ზეიმობს. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ცნობით, სახეობა ბრაკონიერობის და დაავადებების გამო გადაშენების კრიტიკულ ზღვარზეა. ამ ეტაპზე მაიმუნების ვოლიერი დამთვალიერებლებისთვის დახურულია, რომ დედა კალაიამ ჩვილს ცხოველების მოვლის პერსონალთან ერთად მოუაროს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved