ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 32 ეროვნებით ჩინელია, 4 კი ჩრდილოეთ კორეიდან არის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ჩინეთის მაუწყებელმა ცოტა ხნის წინ ტვიტერზე დაწერა, რომ ტურისტული ავტობუსის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 30-ზე მეტი ჩინელი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.
შემთხვევა ჩრდილოეთ კორეაში მოხდა.