უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შესამკობად დღეს „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენლები წითელი დროშებით მივიდნენ.
მათ რამდენიმე წუთიანი აქცია გამართეს და ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
ვალერი კვარაცხელიამ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დააანონსა და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან ერთად, ვლადიმერ პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცა.