“ზაზა იყო და იქნება ჩემი მეგობარი, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამებრძოლები,” _ ეს განცხადება ზვიად კუპრავამ რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე გააკეთა.
მისი თქმით ის მიდის “ედეპეს” ოფისში და იქ დაელოდება ყველა ოპოზიციურ ძალას, რომელთან ერთადაც აპირებს ბრძოლის გაგრძელებას.
კუპრავას ჯერ არ უპასუხია კითხვაზე რა მოხდა მას და სარალიძეს შორის.
_ ზაზა კარავშია, მე მივდივარ, _ განაცხადა კუპრავამ.
როგორც ცნობილია მას და სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა ამ წუთებში დეტალები უცნობია.