ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დატოვა და ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლა. კუპრავა პოლიტიკური პარტიის ოფისში მარტო მივიდა. მისი განცხადებით პარტიაში იმ ოპოზიციურ პარტიებს ელოდება, რომლებთან ერთადაც ბრძოლას გააგრძელებს.
ზვიად კუპრავას არ უპასუხია კითხვაზე რატომ არ იმყოფება მასთან ერთად ზაზა სარალიძე და რა მოხდა მათ შორის.
შეგახსენებთ, რომ აქციის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზვიად კუპრავამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ზაზა სარალიძის თანამებრძოლი არ არის:
“ზაზა იყო და იქნება ჩემი მეგობარი, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამებრძოლები,” _ განაცხადა კუპრავამ და ედეპეს ოფისში მისვლა დაანონსა.
როგორც ცნობილია მას და სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. ამ თემაზე მეტი კომენტარი კუპრავას არ გაუკეთებია. ჯერჯერობით კომენტარს არც ზაზა სარალიძე აკეთებს.