ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატებს დავით მჟავანაძეს და ბესო ქათამაძეს ფოთელი კოლეგა დარეჯან ცხვიტარია შეურთდა. ცხვიტარია იზიარებს მჟავანაძის და ქათამაძის მოთხოვნას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომლებმაც ბესო ქათამაძის ცემაში მიიღეს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ მჟავანაძე და ქათამაძე მეასამე დღეა შიმშილობენ. მათთან ერთად საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძეც შიმშილობდა, თუმცა, ის შეუძლოდ გახდა და როგორც მჟავანაძემ გვითხრა, მოგვიანებით შეუერთდებათ.