აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მასაჩუსეტსის შტატის ტექნოლოგუირი ინსტიტუტის თანამშრომლებს აღმოსავლეთ კავკასიის ნაწილში, დედამიწის ქერქის დინამიკა შეუსწავლიათ.
მათ დაადგინეს, რომ ბაქოს რაიონში მნიშვნელოვანი სეისმური დაძაბულობა დაგროვდა და შორეულ პერსპექტივაში მისი განტვირთვა შესაძლოა სერიოზული მიწისძვრებით მოხდეს.
მეცნიერები თავს არიდებენ იმ განცხადების გაკეთებას, კონკრეტულად სად შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ არაბეთის ფილების გადაადგილების მაჩვენებელმა წელიწადში 12 მილიმეტრი შეადგინა. ეს კი თავის მხრივ ორჯერ აღემატება ფილების გადაადგილების მაჩვენებელს კავკასიის დასავლეთ ნაწილში.