საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 14 ივლისს ქობულეთი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამისა და ახალშობილი ტყუპის დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა. ამასთან დაკავშირებით მისი სამძიმრის წერილი გავრცელდა.
„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს მურმანის (მიმო), სესილისა და ნიას უკვდავი სულთათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, თქვენ და თქვენი ოჯახის ახლობლებს მოგანიჭოთ მხნეობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრების, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – წერია პატრიარქის სამძიმრის წერილში.