უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებთ. მათ შორის ქალთევზების არსებობა-არ არსებობის შესახებ.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ოკეანეებისა და ატმოსფეროს კვლევების სამმართველომ ამ თემის შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოაქვეყნა.
„არასდროს არ ყოფილა აღმოჩენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ წყალქვეშ ჩვეულებრივ მცენარეთა და ცხოველთა გარდა, არსებობენ სხვა არსებებიც, მაგალითად – ქალთევზები…”
„ქალთევზები – ნახევრად ადამიანები და ნახევრად თევზები, ზღვებში მცხოვრები მითიური ქმნილებებია. სწორედ ამის გამო არ არსებობს მათი შემსწავლელი მეცნიერება და არც მათი არსებობის დამამტკიცებელი რაიმე ფაქტი ან მოვლენა არ ყოფილა არასდროს დაფიქსირებული“, – ამბობს კეროლ კავანა, ოკეანეებისა და ზღვების მკვლევარი.