მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა ხუთი რეგიონის გუბერნატორი გაათავისუფლა, “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიას რეგიონებიდან სხვადასხვა თანამდებობის პირები “მიეძალენ”, რომლებიც მამუკა ბახტაძის გულის მოგებას და გუბერნატორის თანამდებობის დაკავებას ცდილობენ.
გამონაკლისი არც სამეგრელო-ზემო სვანეთია, რომლის გუბერნატორობა რამდენიმე ადამიანს უნდა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კანდიდატი კი გუბერნატორობის მოვალეობის შემსრულებელი კობა ქათარიაა, რომელიც ბახტაძის მიერ გაშვებული გუბერნატორის, ლევან შონიას პირველი მოადგილე იყო.
ქანთარია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან მუშაობს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყველაფერი პრემიერის გადასაწყვეტია:
_ მე არ მსნენია ამის შესახებ არაფერი და ვერ დაგიდასტურებთ, _ ამბობს ქანთარია.
_ გაქვთ გუბერნატორობის სურვილი?
_ სურვილი რა… რასაც გადაწყვეტს მთავრობის მეთაური უნდა დავემორჩილო. მე “ქართული ოცნების” ჯარისკაცი ვარ და რა თქმა უნდა უნდა დავემორჩილო.
_ ბატონო კობა, 2014 წლიდან მუშაობდით გუბერნატორის მოადგილედ… წინა პრემიერზეც მინდა გკითხოთ…
_ მე რა უნდა გითხრათ გიორგი კვირიკაშვილზე?!
_ როგორი პრემიერი იყო, როგორი მმართველი იყო?
_ ჩვეულებრივი მმართველი იყო და ჩვეულებრივი ურთიერთობები იყო. უფრო გუბერნატორს ჰქონდა ურთიერთობა. მაინც ეგ განსაზღვრავს ძირითადად რეგიონში პოლიტიკას და მას ჰქონდა ურთიერთობა. მე არ მქონია პირადად. რომ ჩამიდოოდა ვხდებოდი _ სხვა, არ ვიცი. ამის მეტი საქმიანი ურთიერთობა არ მქონია ბატონ გიორგი კვირიკაშილთან, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას კობა ქანთარიამ.