6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე 14 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ინდონეზიის ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 162 ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, არიან დაკარგულებიც.