ამერიკის შეერთებული შტატები სირიაზე ახალი, არალეგალური იერიშის მისატანად ემზადება. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა ამერიკელ ოფიaციალურ პირებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი წუხს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, სირიაზე ახალი იერიშის მიტანის ნიშნები შეინიშნება და აშშ-ს ქმედებას სირიის წინააღმდეგ უსაფუძვლო და უკანონო აგრესია უწოდა.