ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 112 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან დღემდე ამოღებულია 89 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“, რომლითაც მოქალაქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან „მანოკი“ არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება“,_ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.
ამავე თემაზე:
რა უნდა გაითვალისწინონ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა