17 წლის ბიჭი, გამთენიისას, ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა მარნეულში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭმა წერილიც დატოვა. ადგილობრივთა თქმით, სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.