თბილისში 13 წლის გერის გაუპატიურებისთვის 51 წლის მამინაცვალი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
კაცი 27 აგვისტოს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მოზარდის გაუპატიურების ფაქტს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით იძიებს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო: “იმედინიუსი”