მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მსოფლიოში ყოველწლიურად 60 ათას სიციცხლეს შეიწირავს. ყოველ წელს ავთვისებიანი მელანომიისგან 48000 კაცი კვდება, კიდევ 12000-ის სიკვდილის მიზეზი კანის კიბოს სხვადასხვა სახეობაა. ონკოლოგიურ დაავადებათა 90% მზის ულტრაიისფერი გამოსხივებითაა გამოწვეული.
„მზე ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ მისი გამოსხივების სიჭარბე საშიში და სასიკვდილოც კია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის და გარემოს დაცვის საზოგადოებრივი დეპარტამენტის დირექტორმა მარია ნეირამ.
საბედნიეროდ, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებები, კერძოდ, ავთვისებიანი მელანომები, კანის სხვა სიმსივნეები და კატარაქტა ადვილად შეიძლება ავიცილოთ თავიდან თავდაცვის მარტივი ზომების გამოყენებით.
ასეთი ზომების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავადვე გვაწვდის და რეკომენდაციას იძლევა, შევზღუდოთ მზეზე ყოფნა შუადღის საათებში, მზის სხივების ზემოქმედებისგან თავდასაცავად გამოვიყენოთ ფართოფარფლებიანი ქუდი, მზის სათვალე, მზისგან დამცავი კრემები, რომლის დაცვის ფაქტორი 15-ზე მეტია, შევეფაროთ ჩრდილს. მზისგან დამცავი კრემები იმისთვის კი არ უნდა გამოვიყენოთ, რომ მზეზე მეტი დრო გავატაროთ, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ კანი მაშინ, როცა მზის სხივების ზემოქმედების თავიდან აცილება შეუძლებელია.