ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ტარდება და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ
“რას ვითხოვთ? გვაქვს რამე? – არჩევნების დროს კარგად მოდიან და ათას რამეს გვპირდებიან. პირველ რიგში, გვინდა გზა, შემდეგ კი ბაღის შენობა და სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, რომელიც უხვად არის. ხალხი არის აღელვებული და ამიტომ გამოვედით ქუჩაში. არჩევნები რომ ჩატარდეს, იმის ოთახი არ არის ხვარბეთში.
არც თხილი არ არის, მანდარანი არ ვარგა, სიმინდი არ არის, პატრონი არავინ არ გვაყვს და რა გვეშველება არ ვიცი, ეს არ არის ცხოვრება. საერთოდ, ხვარბეთი თუ არის ადგილობრივ რუკაზე, აი, ეს არის საკითხავი!“- გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა და მოისმინა ის პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივებს აწუხებს.