თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ცეცხლი გაჩნდა.
უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის შედეგად 2 ოთახი, 40 კვ.მ-ის ფართობი დაიწვა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.