„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ 3 ჟურნალისტთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში ეხმაურება.
ის ბიძინა ივანიშვილს ავადმყოფს უწოდებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„მე ბოდიშს ვუხდი ყველას,რომ დავუშვი ამ ავადმყოფის მოსვლა ხელისუფლებაში“,_წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ როგორც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, 2008 წელს განვითარებული მოვლენები სააკაშვილის მხრიდან ღალატი იყო და ყოფილ პრეზიდენტს ომის არიდება შეეძლო.