უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ზრდის ტენდენციის შენარჩუნება მომავალშიც არის მოსალოდნელი. მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 2100 წლამდე 11 მილიარდს გადააჭარბებს. მოსახლეობის ზრდა, სავარაუდოდ, ძირითადად, აფრიკის ქვეყნების ხარჯზე მოხდება.
ვარაუდობენ, რომ საუკუნის ბოლომდე აფრიკის კონტინენტი მოსახლეობის რაოდენობით აზიას თითქმის გაუთანაბრდება.
რაც შეეხება ევროპას, ამერიკასა და ავსტრალიას, აქ უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებდა ან უცვლელი იყო. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მომავალშიც შენარჩუნდება.
მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მასში მკვიდრი ევროპელების ხვედრითი წილი კიდევ უფრო დაიკლებს.