საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დღეს ირჩევენ. საარჩევნო უბნები 2 ბაზაზეა განთავსებული – ბაგრამსა და მაზარ შარიფში.
სულ რეგისტრირებულია 875 სამხედრო. ვინც სპეციალურ პოსტზე იქნება მათ გადასატან ყუთს მიაწვდიან.
პროცესი დილის 08:00 საათიდან, საღამოს 08:00-მდე გაგრძელდება.
თბილისში გამოგზავნილი დალუქული ყუთები 28 ოქტომბერს, მას შემდეგ გაიხსნება, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურება.