გვიან ღამით თბილისის ქუჩებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭავლსატყორცნი მანქანები გამოჩნდა. რას უკავშირდება თბილისში გვიან ღამით აქციების დასაშლელად საჭირო სპეციალური ტექნიკის მობილიზება. ამ თემაზე შსს მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა.
“პოლიცია ყველა ძალებით, ყველა საპოლიციო ძალებით დღეს მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ””- განაცხადა, გიორგი გახარიამ
შეგახსენებთ, რომ სპეცტექნიკა, რომელიც ძირითადად აქციების დასაშლელად გამოიყენება, კახეთის გზატკეცილზე გადაადგილდებოდა.
თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ორი ჭავლსატყორცნი მანქანა რკინის დამცავებითაა აღჭურვილი.
ამავე ესკორტში გადაადგილდებოდა კიდევ, რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა გადაადგილდებოდა.