#60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით არჩევნების დღეს ოზურგეთში სამი საჩივარი დაწერი და სამივე მათგანია “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დაწერეს.
“სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელბული ინფორმაციით, ოზურგეთის სამ საარჩევნო უბანზე მოხდა შემდეგი სახის დარღვევა:
“ #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ნახევარ საათიანი ინტერვალით მოყავდათ ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით, რაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს უზღუდავდნენ უბანზე შესვლას, იმ მიზეზით, რომ მათ დააგვიანეს და კომისიის მდივანს არ ეცალა მათი დარეგისტრირებისთვის. შემდგომ უკვე უბანზე დაშვებულ დამკვირვებლებს კომისიის მდივანმა მიუთითა კონკრეტული ადგილი საიდანაც დააკვირდებოდნენ არჩევნების პროცესს, რითაც შეუზღუდა საარჩევნო უბანზე თავისუფალი გადაადგილება.
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარემ ფუნქციის შესრულება დაავალა კომისიის სხვა წევრს წილისყრის ჩატარების გარეშე.“