გავრცელებულ ეგზიტპოლის შედეგებს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და არჩევნებში დამარცხება აღიარა.
„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე, პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“,_განაცხადა ბაქრაძემ.
ამავე თემაზე:
„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება“ _ Edison Research-ის კვლევის შედეგი
„სალომე ზურაბიშვილს 52.3%, გრიგოლ ვაშაძეს 28.1%“_ კობახიძემ ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა