ეგზიტპოლების შედეგებს ეხმაურება „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილიც.
მისი განცხადებით, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, სადაც ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
„დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. მე არ ვიცი, რომელი იქნება პირველ და რომელი იქნება მეორე ადგილზე. როგორც ჩანს, ამაღამ იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ამისთვის და მინდა, მივმართო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ევალება ამომრჩევლის ხმის ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმში, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად“,_ განაცხადა უსუფაშვილმა.