გავრცელებული ინფორმაციით, ფაროსანამ მანდარინის ხარისხზე იმოქმედა. გლეხების ნაწილი ამბობს, რომ მწერმა მოსავალი გაანადგურა. თუმცა, ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში აღნიშნავენ, რომ წელს ხარისხიანი მოსავალი მიიღეს და მანდარინის რეალიზება უკვე დაწყებულია:
_ რეალიზება უკვე დავიწყეთ. ადგილზე მოდიან შემსყიდველები. ზომას მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ ყვითელი და ხარისხიანი უნდა იყოს. ერთი კილოგრამი 60 თეთრად მიაქვთ, რაც ნამდვილად არ არის ცუდი ფასი, _ გვითხრა სოფელ ქაქუთის მკვიდრმა ნაირა ლომაძემ.
სოფლების: შრომის, ნატანების ზონაში, სადაც შედარებით ყოველთვის უკეთესია მანდარინის ხარისხიანობა, გვეუბნებიან, რომ ჯერ აქ კლიენტები არ შემოსულან.
_მანდარინის მოსავალი კარგია და ხარისხიც. ჯერჯერობით, მასობრივად არ დაწყებულა კრეფა. ცალკეული პირები მიკროავტობუსებით დადიან საყიდლად და ფასი 60 თეთრია. სოფელ კონჭკათში უკვე გაიხსნა პავილიონი, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება ჩააბაროს მანდარინი, _ გვითხრეს შრომაში.
სოფელ შრომის მკვიდრმა, სოფლის დეპუტატმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
დღეისთვის ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ერთი კილოგრამი მანდარინი ერთი ლარი ღირს.