წარმატებული სწავლისათვის
სამეცადინო ზონა ოთახი – ეს არის ადგილი, სადაც კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა, გაკვეთილების მომზადება, თვითგანათლებაზე მუშაობა კომფორტულია.
ცოდნის ზონაში უნდა იყოს სივრცე და სინათლე, არავითარი ხარახურა და მტვერი. ბინა ხშირად გაანიავეთ, მაგიდიდან ყველაფერი ზედმეტი აიღეთ, სანაგვე ყუთი ცარიელი გქონდეთ.
მაშინ დადებითი ენერგია – ცი -თქვენი ცოდნის ზონაში თავისუფლად იმოძრავებს და წაკითხულს ადვილად შეითვისებთ, ინფორმაციას სწრავად დაიმახსოვრებთ და გაანალიზებთ, თქვენს შეცდომებს გააცნობიერებთ, მათგან სასარგებლო გაკვეთილებს მიიღებთ და სწაფ დასკვნებს გააკეთებთ.
ოჯახის ბარაქისათვის
სახლში სიუხვე რომ იყოს, ცოტა სამზარეულოს დიზაინზე იზრუნეთ. ამისათვის საჭიროა მაცივარზე მიაკრათ მაგნიტი ხილის( მარწყვი, ფორთოხალი, ვაშლი) გამოსახულებებით, რომელიც სიძლიერისა და აყვავების სიმბოლოა.
გარდა ამისა, კედელზე დაკიდეთ სურათი ზევით „მაცქერალი“ მზესუმზირის გამოსახულებებით. ეს კი შემოსავლის ზრდის, განვითარებისა და მაღალი მიზნების მიღწევის სიმბოლოდ ითვლება. ხოლო წითელი ფერის ყვავილები თქვენს ფინანსებს დაიცავს.
ოჯახის კეთილდღეობისათვის
თუ ოთახში კიბე გაქვთ, გახსოვდეთ მის ქვეშ არ უნდა იყოს წყლის ობიექტები ან სიმბოლოები. წყლის სტიქია თვენი სახლის საძირკველს „გამორეცხავს“ და მთელ ოჯახზე დამანგრეველად იმოქმედებს.
მოცემულ შემთხვევაში არა დიზაინერებს არამედ აღმოსავლურ სიბრძნეს ენდეთ: კიბის ქვეშ პატარა საკუჭნაო გქონდეთ. ეს თავისებური საყრდენი იქნება კიბის, რომელიც განვითარების, აღმავლობის სიმბოლოა. მაშინ უბედურება გვერდზე ჩაგივლით. თქვენი ოჯახის კეთილდღეობა დაცული იქნება.
სუფთა სახლი
როგორ გავასუფთაოთ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? ამისათვის აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც იატაკი მარილიანი წყლით გავრეცხოთ.
წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი და2-3 სუფრის წვეთი ლავანდის ზეთი დაუმატეთ. ამ სითხის ბინის ყოველი კუთხე-კინჭული გაასუფთავეთ. უყურადღებოთ არ დატოვოთ ყველაზე ბნელი და ძნელადმისაწვდომი ადგილები. მიჩნეულია რომ ეს რიტუალი ცუდ ენერგიას დევნის და ფინანსური რესურსების მოდენას ზრდის.