3 დეკემბერს ოზურგეთის ჭადრების ბაღში აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებად გაგვეცნენ, გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაცია როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
_ მე ზურა ქუტიძე ვარ. ჩემს მეგობრებთან ერთად, დღეს აქციას ვმართავთ სლოგანით: „ჩვენ გვტკივა დაკარგული საქართველო“. ამ ნაბიჯით გვსურს, ხმა მივაწვდინოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და დავუდასტუროთ ჩვენი თანადგომა. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც რუსეთისგან რეპრესიებს განიცდის. შესაბამისად, უკრაინის დროშა გვაქვს და ამავე დროშის ფერებში დამზადებული ლენტები, რასაც ყველას ვურიგებთ, _ გვითხრა მან.
აქტივისტმა ნუკა შარაძემ ასევე განმარტა, რომ ეს აქცია ახლახან ატოცში საზღვრის გადმოწევას ეძღვნება.
_ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთის მცოცავ ოკუპაციას, რომელიც უკანონო გზებით ცდილობს საზღვრების მიტაცებას, რაც დაუშვებელია, _თქვა მან.