სასულიერო პირების მიერ ჯვრის მონასტრის დაკეტვას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ეხმიანება. კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრეში მიმდინარე მოვლენებს “გაუგებრობას” უწოდებს და იმედს იტოვებს , რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
“გარემოვაჭრეების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა, მიუხედავად იმისა , ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი იქნება თუ არა. ამიტომ მაქვს იმედი ეს საკითხი დროულად მოგვარდება”- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაკეტეს. სასულიერო პირები მონასტერში არც და არც მომლოცველებს უშვებენ. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგიტა კაპანაძე ამბობს, სასულიერო პირები ზაფხულის შემდეგ მონასტრის წინ მდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვდნენ.