კობახიძე ვერ გადაწყვეტს, შემიზღუდოს ან ამიკრძალოს რომელიმე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა,“- ამის შესახებ ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ბესელია კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ თქვა, რომ კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე გადაწყდება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერაზე იმუშავებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი მისი ინიციატივით შეიქმნა.
დეპუტატი ამბობს, რომ მას ვერავინ აუკრძალავს, რომელიმე სამუშაო ფორმატში მონაწილეობის მიღებას. ეკა ბესელია განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მას ვერ მიუთითებს, სად უნდა იყოს.
“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება ისევ გრძელდება. განხეთქილება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ 10-კაციან სიას მოჰყვა, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
rustavi2.ge