24 იანვარს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, UNESCO მოუწოდებს მთავრობებს და ყველა პარტნიორს, უნივერსალური ხარისხის განათლება წამყვანი პრიორიტეტი გახადონ.
„ერთიანი და თანაბარი განათლების ხარისხის გარეშე ქვეყნები ვერ მიაღწევენ გენდერულ თანასწორობას და ვერ შეძლებენ სიღარიბის შემცირებას.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონ ბავშვს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს, 617 მილიონმა ბავშვმა კი წერა-კითხვა არ იცის. მათი უფლება განათლების მიღების შესახებ ირღვევა და ეს მიუღებელია“,_წერია UNESCO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.